სონიკი, ნაკლსი და თეილსი ერთიანდებიან ახალი ძლიერი მტრის - შედოუს წინააღმდეგ. ის საიდუმლოებით მოცული ბოროტმოქმედია, რომელსაც მათთვის აქამდე უცნობი ძალები აღმოაჩნდება. რადგან მტერი მასზე ძლიერია, სონიკის გუნდს მისთვის შეუფერებელი კავშირების დამყარება მოუწევს...
ახალგაზრდა ვიქტორია მაკქუინი საკუთარ თავში უნიკალურ ძალას აღმოაჩენს, მას შესწევს უნარი გახსნას პორტალი და გადაადგილდეს დაკარგული ნივთების სამყაროში. რაც მეტად ეფლობა თავის ნიჭში მით მეტი მსგავსი უნარით დაჯილდოვებული ადამიანი ხვდება. ზოგი მათგანი შესაძლებლობას კეთილად იყენებს, ზოგი კი უიმედო ბოროტებაშია ჩაფლული. ერთხელაც ვიქტორია ხვდება ჩარლი მენქსს, რომელიც უკვდავებას ბავშვთა სულების ხარჯზე ინარჩუნებს, რის შემდეგაც ვიქტორია მიზნად ისახავს გაათავისუფლოს სამყარო ამ ბოროტი არსებისგან.
ფენტეზური კინოტრილოგიის “ბეჭდების მბრძანებელი” ანიმაციური პრიკველი, რომელშიც მოქმედება ორიგინალურ ტრილოგიაში აღწერილ მოვლენებამდე 183 წლით ადრე ვითარდება და შუახმელეთის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ფიგურის, როჰანის მეცხრე მეფის ჰელმ ჰამერჰენდის და ჰორნბურგის ციხესიმაგრეების დაცვის შესახებ უთქმელ ამბავს მოგვითხრობს. მამის მკვლელობის გამო შურისძიებას მოწყურებული, დუნლენდის გონიერი და დაუნდობელი ლორდის, ვულფის უეცარი თავდასხმა, მეფე ჰელმის და მის ხალხს გაბედულ ბრძოლას აიძულებს ჰორნბურგის უძველეს ციტადელთან – ძლევამოსილი ციხესიმაგრე, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი, როგორც ჰელმის ხრამი. ახლა სულ უფრო გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩენილ ჰელმის ქალიშვილმა, ჰერამ უნდა გამოავლინოს ნება, რათა გაუძღვეს წინააღმდეგობას სასიკვდილო მტრის წინააღმდეგ, რომელსაც განზრახული აქვს გაანადგუროს ისინი.